Undead again (bansheezm) wrote,
Undead again
bansheezm

WTF Novastar Commerce

Я узнаю из газеты, что компанию, в которой я работаю, по личному распоряжению президента страны (!) продали НАПРЯМУЮ каким-то Novastar Commerce, о которых никто ничего не знает... В вечерних новостях про это не скажут, понятное дело.

***
Источник - www.commersant.ge
“რკინიგზის ტელეკომის“ გაყიდვა ჩაიშალა.
პრეზიდენტმა ტელეკომის პირდაპირი მიყიდვის განკარგულება გასცა.
რადიო ``კომერსანტი``, FM 95.5

“რკინიგზის ტელეკომის“ გაყიდვა ჩაიშალა. სახელმწიფოს და ჰოლანდიურ "ლინქს ტელეკომს" შორის შეთანხმება ვერ შედგა.

"ლინქს ტელეკომი" რადიო „კომერსანტს“ ექსკლუზიურად უდასტურებს, რომ "რკინიგზის ტელეკომის" შესაძენად გარიგება ჩაიშალა, როგორც კომპანიიდან გვაცნობეს, საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა, რადგან მხარეებმა პირობებზე ვერ მოილაპარაკეს.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე "რკინიგზის ტელეკომის“ 100%–იან წილს პრეზიდენტის განკარგულებით კომპანია Novastar Commerce limiteds–ს პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცემენ. დეტალების დასაზუსტებლად, ტელეკომის მფლობელ „საქართველოს რკინიგზას“ დავუკავშირდით, სადაც აცხადებენ, რომ „რკინიგზის ტელეკომთან“ შეხება აღარ აქვთ, ამიტომ ინფორმაციას არ ფლობენ.

შეგახსენებთ: “საქართველოს რკინიგზის” საკუთრებაში არსებული "რკინიგზის ტელეკომის" 100%-იანი წილის გასაყიდი აუქციონი 2009 წლის 23 ნოემბერს გაიმართა. აუქციონში ჰოლანდიურმა „ლინქს ტელეკომმა“ გაიმარჯვა, რომელმაც ობიექტი 14 მილიონ დოლარად შეიძინა. იმავე დღეს ითქვა, რომ ჰოლანდიურ კომპანიასა და რკინიგზას შორის, კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულება 30 დღის ვადაში გაფორმდებოდა.
Tags: grt, telecom
Subscribe
  • Post a new comment

    Error

    Anonymous comments are disabled in this journal

    default userpic

    Your reply will be screened

    Your IP address will be recorded 

  • 3 comments